სიტყვები არ მყოფნის იმის ასახსნელად, თუ რას ვგრძნობ, არა როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, არამედ როგორც მამა, როგორც ადამიანი, - განაცხადა უკრაინაში ვიზიტით მყოფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა.
,,სიტყვები არ მყოფნის იმის ასახსნელად, თუ რას ვგრძნობ, არა როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, არამედ როგორც მამა, როგორც ადამიანი. ეს არის სისასტიკე, ეს არის ომის დანაშაულები, ეს უნდა იყოს დასჯილი და დაისჯება. მათ რაც გააკეთეს იქ და უკრაინის ბევრ სხვა ქალაქში, ამისთვის ფასი უნდა გადაიხადონ", - განაცხადა შარლ მიშელმა.