logo_geo
eng_logo
აშშ-მა 655 რუს და ბელარუს ოფიციალურ პირს სავიზო შეზღუდვები დაუწესა
- +

20 აპრილი. 2022. 23:56

 

 

აშშ-მა 655 რუს და ბელარუს ოფიციალურ პირს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

 

„აშშ გმობს რუსეთისა და მისი მარიონეტების მიერ უკრაინაში ჩადენილ სისასტიკეს. საპასუხოდ, ჩვენ სავიზო შეზღუდვები დავუწესეთ 655 რუს და ბელარუს თანამდებობის პირს, მარიონეტულ ორგანოებსა და სხვა პირებს“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner