აშშ-მა 655 რუს და ბელარუს ოფიციალურ პირს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
„აშშ გმობს რუსეთისა და მისი მარიონეტების მიერ უკრაინაში ჩადენილ სისასტიკეს. საპასუხოდ, ჩვენ სავიზო შეზღუდვები დავუწესეთ 655 რუს და ბელარუს თანამდებობის პირს, მარიონეტულ ორგანოებსა და სხვა პირებს“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.