logo_geo
eng_logo
ვალერი გელაშვილი: ჩემზე თავდასხმით „ნაცმოძრაობამ“ შეაშინა ბიზნესწრეები, პოლიტიკოსები და ყველა დანარჩენი, რომ თუ წესიერად არ მოიქცევით, უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებით
- +

21 აპრილი. 2022. 00:13

 

 

„ჩემზე თავდასხმით წინა ხელისუფლებამ შეაშინა ბიზნესწრეები, პოლიტიკოსები და ყველა დანარჩენი, რომ თუ წესიერად არ მოიქცევით, უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებით,“ - ამის შესახებ გადაცემა „იმედი LIVE“-ის ეთერში წინა ხელისუფლების დროს დაზარალებულმა ბიზნესმენმა, ყოფილმა დეპუტატმა, ვალერი გელაშვილმა განაცხადა.

 

„ეს იყო ქალაქში გაკეთებული საქმე, ელიავას ბაზრობასთან, სადაც მათ ძალის დემონსტრირება მოახდინეს. მათ იცოდნენ, რომ ხაშურში მივდიოდი - თავისუფლად შეეძლოთ, გორის მახლობლად მოეხდინათ თავდასხმა და ოსებისთვის დაებრალებინათ. ქალაქში გააკეთეს, რათა ყველას გაეგო, რომ ეს მათი გაკეთებული იყო. ეს იყო არა მხოლოდ სააკაშვილის, არამედ მისი გარემოცვის საფირმო ნიშანი იყო. მას ჰყავდა მრჩევლები, რომლებიც მას აქეზებდნენ და მის ბრძანებებსაც ასრულებდნენ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყვნენ ფაშისტური განწყობის ადამიანები, რომლებიც ყველას უსწორდებოდნენ, ვინც წინააღმდეგობას გაუწევდა. მე ვერაფერს დავიჯერებ სააკაშვილის. მისი არც მანამდე მჯეროდა, სანამ პრეზიდენტი გახდებოდა, და არც იმის შემდეგ“, - განაცხადა ვალერი გელაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner