logo_geo
eng_logo
ია მეტრეველი: სწორედ სააკაშვილის მითითება იყო, რომ დაეხვრიტათ და დაეხოცათ ადამიანები
- +

21 აპრილი. 2022. 00:14

 

 

„სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, ასეთი ნაძირალა რომ გვყავდა ხელისუფლებაში პრეზიდენტად. ყველაფერი მისგან მომდინარეობდა და დღესაც მისგან მომდინარეობს. ყველაფერი იყო მისი სურვილი, რომ შიში გამოეწვიათ საზოგადოებაში,“ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის მითითება იყო, რომ ასე დაეხვრიტათ და დაეხოცათ ადამიანები.

„დღეს ბედავენ კიდევ ამდენს და კიდევ უშლიან ხელს ქვეყანას წინსვლაში. ვხედავთ, რომ აერ-დაერიათ შიგნითაც ყველაფერი. ძალიან ცოტანი დარჩნენ, ვინ არის ამათი მხარდამჭერი და ახლა რაღაც ზეიმებზე და სისულელეებზე საუბრობენ. ვის ჰგონია, რომ ვინმეს მოატყუებენ, ეს ხომ აბსურდია, ზეპირად იცის საზოგადოებამ, რასაც წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა“. უკვე ძალიან სასაცილოდ გამოიყურებიან, ამით ვერაფერს მიაღწევენ, რადგან ხალხი ამათ აღარ უჯერებს. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, ასეთი ნაძირალა რომ გვყავდა ხელისუფლებაში პრეზიდენტად. ყველაფერი მისგან მომდინარეობდა და დღესაც მისგან მომდინარეობს. ეს ყველაფერი იყო მისი სურვილი, რომ შიში გამოეწვიათ საზოგადოებაში. სწორედ სააკაშვილის მითითება იყო, რომ ასე დაეხვრიტათ და დაეხოცათ ადამიანები, ეს ყველაფერი მისგან მომდინარეობდა“, - განაცხადა ია მეტრეველმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner