logo_geo
eng_logo
ჯონდი ბაღათურია: სააკაშვილმა შექმნა კლასიკური რეპრესიული მანქანა
- +

21 აპრილი. 2022. 00:22

 

 

სააკაშვილმა შექმნა კლასიკური რეპრესიული მანქანა, - ამის შესახებ „ქართული დასის„ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„თავიდან მათ დაიწყეს წვრილმანი ბანდიტიზმით. ქუჩაში მანქანა რომ მოეწონებოდათ ჩამოაგდებდნენ და ეტყოდნენ, პროკურატურაში მიგვყავს გადასამოწმებლადო. ტანაც ამას სისტემური სახე ჰქონდა. გიგი უგულავა უშიშროების სამინისტროს, დღევანდელი სუსის, მინისტრის მოადგილე იყო და ასე წართმეული მანქანით დადიოდა. ამას ჰქონდა სისტემური ხასიათი, ისე განვითარდა, რომ კლასიკური რეპრესიული მანქანა ჩამოყალიბდა, თავისი სქემებითა და მიმართულებებით. არსებობდა ბანდის ელიტა. სააკაშვილი ბანდის მეთაური იყო, მაგრამ იყო ასევე ოქრუაშვილი, მერაბიშვილი, ახალაიები ცხადია, გვარამია და ადეიშვილი. ადეიშვილი იყო ყველაზე ბოროტი დემონი, ყველგან მისი თავები იყო დამარხული. ძირითადად ეს ბანდა იგდებდა მსხვილ ქონებებს ხელში. იცით რამდენი ადამიანის, რამდენი ოჯახის ტრაგედიის მიზეზი გახდა ის, რომ ლამაზი სახლი ჰქონდა. საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარი მოსამართლე ცხოვრობდა წართმეულ სახლში“, - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner