ნატოს შიგნით არიან ქვეყნები, რომლებსაც უკრაინაში ომის გაგრძელება სურთ, რადგან ომის გაგრძელებაში რუსეთის დასუსტებას ხედავენ და დიდად არ აწუხებთ უკრაინაში სიტუაცია, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ტელერახ CNN Türk-თან ინტერვიუში.
„ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას ნატოს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტია სურდა. არცერთმა ქვეყანამ არ მიიღო ეს წინადადება. ამას არც აშშ, არც დიდი ბრიტანეთი და არც კანადა არ ეთანხმება. რა თქმა უნდა, თურქეთისთვისაც მიუღებელია ეს. პრინციპში, უსაფრთხოების გარანტიას არავინ ეწინააღმდეგება, მაგრამ ამ გარანტიის პირობები არ არის ნათელი. არავინ ეთანხმება ზელენსკის მოთხოვნას ნატოს მე-5 მუხლის მსგავს უსაფრთხოების გარანტიაზე“, - აღნიშნა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.