logo_geo
eng_logo
მიხაილო პოდოლიაკი: ყოველგვარი პირობის გარეშე, ჩვენ მზად ვართ, ,,მოლაპარაკებების სპეციალური რაუნდი" სწორედ მარიუპოლში ჩავატაროთ
- +

21 აპრილი. 2022. 00:26

 

 

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი და უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი მომლაპარაკებელი მიხაილო პოდოლიაკი უკრაინულ და რუსულ მხარეებს შორის მორიგი შეხვედრის შესახებ ,,ტვიტერის" გვერდზე განცხადებას ავრცელებს.

 

პოდოლიაკის თქმით, უკრაინა მზად არის, ყველანაირი პირობის გარეშე, მარიუპოლში მოლაპარაკებები გამართოს.

 

,,დიახ, ყოველგვარი პირობის გარეშე, ჩვენ მზად ვართ, ,,მოლაპარაკებების სპეციალური რაუნდი" სწორედ მარიუპოლში ჩავატაროთ, ერთი ერთზე, ორი ორზე, რათა ჩვენი ბიჭები, აზოვი, სამხედროები, მშვიდობიანი მოსახლეობა, ბავშვები, ცოცხლები და დაჭრილები გადავარჩინოთ, ყველა, იმიტომ რომ ჩვენები არიან. იმიტომ რომ ისინი ჩემს გულში არიან, სამუდამოდ", - წერს პოდოლიაკი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner