„2024 წელს არის შემდეგი არჩევნები და მაშინ უნდა ჩატარდეს, ვადამდელი არჩევნები არ უნდა იყოს, ამის არავითარი პოლიტიკური მიზეზი არ არსებობს,“ - ამის შესახებ ყოფილმა უკანონო პატიმარმა, გია გვიჩიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნების მოგების ადამიანური რესურსი არ აქვს.
„სააკაშვილი არ ნანობს არაფერს, მას რომ სინანულის განცდა ჰქონდეს, იტყოდა, რომ პოლიტიკიდან წავედიო. გახსოვთ, როდესაც ვანო მერაბიშვილი გამოვიდა ციხიდან და მან თქვა, გადავატრიალებ, დავამხობ და ა.შ. ანუ, განაცხადა, პოლიტიკაში მოვდივარო, სააკაშვილმა თქვა, რომ ვანოს დაველაპარაკები და ის უნდა წავიდეს პოლიტიკიდანო, რადგან სადიზმთან იყო ის ასოცირებული. სააკაშვილს ჰგონია, რომ თვითონ არ არის სადიზმთან ასოცირებული. რა თქმა უნდა, თავადაც ასოცირებულია სადიზმთან. მიმაჩნია, რომ მათ არჩევნების მოგების ადამიანური რესურსი არ აქვთ. ისინი არჩევნებს ვერ მოიგებენ, რადგან ჩვენ მათი სადიზმი არ დაგვავიწყდება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამის დავიწყება არ მოხდეს. ძალადობრივ გადატრიალებას რაც ეხება, კატეგორიულად უნდა მოვთხოვოთ მთავრობას, რომ მცდელობაც კი არ დაუშვას იმის, რომ ვინმემ ამ ქვეყანაში ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა განახორციელოს“, - განაცხადა გია გვიჩიანმა.