logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: ეს არის ისტორიული მომენტი, როდესაც ჩვენ შეგვიძლია, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მაქსიმალური სიჩქარე განვავითაროთ
- +

21 აპრილი. 2022. 01:28

 

 

„ეს არის ისტორიული მომენტი, როდესაც ჩვენ შეგვიძლია, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მაქსიმალური სიჩქარე განვავითაროთ,“ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

 

ზელენსკის თქმით, შარლ მიშელის მსგავსი ვიზიტები ხაზს უსვამს, რომ რუსეთის გეგმები, უკრაინის წართმევის შესახებ აბსურდული იყო.

 

,,მოხარული ვარ, რომ ჩვენი სახელმწიფოსა და ყველა უკრაინელის დიდ მეგობარს, ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შევხვდი. ყოველი ასეთი ვიზიტი მხოლოდ ხაზს უსვამს, თუ რამდენად აბსურდული იყო რუსეთის გეგმები ჩვენი სახელმწიფოს წართმევის შესახებ. სამი დღე? ხუთი დღე? რამდენ დღეში აპირებდნენ ოკუპანტები უკრაინაზე კონტროლის აღებას? 56-ე დღე და ჩვენს დედაქალაქში, ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის სტუმრებს ვხვდებით. შარლ მიშელთან, უკრაინასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მრავალ ასპექტზე ძალიან საფუძვლიანი მოლაპარაკებები გავმართე. ჩვენ განვიხილეთ ევროკავშირის კონკრეტული ნაბიჯები, ჩვენი ქვეყნის დასახმარებლად. საუბრის მეორე მთავარი თემა იყო ევროინტეგრაციისკენ ჩვენი მოძრაობა. ეს არის ისტორიული მომენტი, როდესაც ჩვენ შეგვიძლია, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მაქსიმალური სიჩქარე განვავითაროთ", - განაცხადა ზელენსკიმ

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner