logo_geo
eng_logo
ბორის ჯონსონმა ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკება ნიანგთან ურთიერთობას შეადარა
- +

21 აპრილი. 2022. 02:04

 

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკება ნიანგთან ურთიერთობას შეადარა.

ბორის ჯონსონმა უკრაინა გააფრთხილა, რომ რთული იქნება სამშვიდობო შეთანხმების მოლაპარაკება ლიდერთან, რომელიც ასე არასანდოა.

ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ პუტინმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მას უკრაინის უფრო მეტი ტერიტორიის აღება სურს და შესაძლოა, კიდევ ერთი თავდასხმა განახორციელოს ქვეყნის დედაქალაქ კიევზე.

„როგორ შეიძლება ნიანგთან მოლაპარაკება, როდესაც მას შენი ფეხი ყბაში აქვს. ეს არის სირთულე, რომლის წინაშე უკრაინელები დგანან. ძალიან ძნელია იმის დანახვა, თუ როგორ შეუძლიათ უკრაინელებს მოლაპარაკება პუტინთან“, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner