„ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა „ქართული ოცნების“ დაფუძნებას“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„მე დღეს მოხარული ვარ, რომ ის იდეა, რაც მაშინ გაჩნდა არის ხორცშესხმული. მთავარ მიღწევად მიმაჩნია ის, რომ „ქართული ოცნება“ ისევ და კიდევ უფრო მეტად არის ახლოს საკუთარ მოქალაქეებთან და ჩვენ შევძელით, რომ საქართველო ყველაზე ახლოს მიგვეყვანა, როგორც ევროპულ, ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებასთან“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.