logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ავტორიტარული რეჟიმი ააცილა
- +

21 აპრილი. 2022. 11:00

 

 

„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ავტორიტარული რეჟიმი ააცილა“, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

 

„ქართულმა ოცნებამ“, ამ პოლიტიკურმა ორგანიზაციამ შეძლო რამდენიმე მნიშვნელოვანი რამის მიღწევა. პირველ რიგში ის, რომ საქართველო ააცილა ავტორიტარულ რეჟიმს და იმ მძიმე მდგომარეობას, რაც ადამიანის უფლებების კუთხით იყო, პატიმართა უფლებების კუთხით იყო, მედიის სრული მონოპოლიზაციის კუთხით იყო. ამ ხელისუფლებამ შეძლო, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე გადაგვედგა მნიშვნელოვანი და კონკრეტული ნაბიჯები“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner