logo_geo
eng_logo
გიგლა ბარამიძე: ესენი მალაყით დაასრულებენ ყელყელაობას ქართულ სპექტრში...
- +

8 მარტი. 2016. 13:23



„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე გაზეთ „ახალ თაობასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ რესპუბლიკური პარტია კოალიციაში შემავალი სხვა სუბიექტების მიმართ უპატივცემულობას იჩენს:

 

„ამის მაგალითად გამოდგება პრემიერთან შეხვედრიდან გამოსული დავით უსუფაშვილის განცხადება, რომელმაც თქვა, პარტია „ქართულ ოცნებასთან" სტრატეგიულ რეჟიმში უნდა ვითანამშრომლოთო. მე არ ვიცი, რა სტრატეგიული რეჟიმი იყო აქამდე, მაგრამ ეს განცხადება კოალიციაში შემავალი სხვა პარტიების უპატივცემულობაა. ამათ ერთი მიზანი აქვთ მხოლოდ - ბიძინა ივანიშვილის მზის ქვეშ დაიკავონ ადგილი. ახლა საკმარისია ბიძინას ერთი ჭიტლაყი და ესენი მალაყით დაასრულებენ ყელყელაობას ქართულ სპექტრში", - აცხადებს ბარამიძე.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner