logo_geo
eng_logo
პუტინმა „აზოვსტალის“ სამრეწველო ზონის შტურმის გაუქმების ბრძანება გასცა
- +

21 აპრილი. 2022. 12:26

 

 

ხუთშაბათს, 21 აპრილს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს შეხვდა.

 

რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში შოიგუმ მარიუპოლს ნაციონალისტური „აზოვის“ დედაქალაქი უწოდა.

 

შოიგუმ იცრუა და თქვა, რომ ქალაქი „გათავისუფლდა“, მაგრამ უკრაინელი სამხედროები დარჩნენ „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე. მან დაარწმუნა პრეზიდენტი, რომ დაახლოებით 2000 „უკრაინელი და უცხოელი დაქირავებული მებრძოლი“ ქარხნის ტერიტორიაზე „საიმედოდ ბლოკირებულები არიან“. რუს ოკუპანტებს, სავარაუდოდ, სამი-ოთხი დღე დასჭირდებოდათ მათი განადგურებისთვის.

 

შოიგუს მოსმენის შემდეგ, პუტინმა გამოაცხადა გადაწყვეტილება ქარხანაზე თავდასხმის გაუქმების შესახებ.

 

„მიმაჩნია, რომ შემოთავაზებული თავდასხმა „აზოვსტალის“ ინდუსტრიულ ზონაზე არამიზანშეწონილია. ვიძლევი ბრძანებას მისი გაუქმების შესახებ. ეს ის შემთხვევაა, როცა უნდა ვიფიქროთ... ანუ ყოველთვის უნდა ვიფიქროთ, მაგრამ ამ შემთხვევაში მით უმეტეს... ჩვენი ჯარისკაცების და ოფიცრების სიცოცხლის გადარჩენაზე. არაა საჭირო კატაკომბებში შესვლა და იქ, მიწისქვეშ ძრომიალი, ამ სამრეწველო ობიექტების სარდაფებში. გადაკეტეთ ეს ინდუსტრიული ზონა, რათა ბუზი არ შეფრინდეს“, - თქვა მან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner