logo_geo
eng_logo
30 წლის კაცის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე დაკავებულ დეტექტივს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა
- +

21 აპრილი. 2022. 12:30

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და დეტექტივ ერიკ წურწუმიას, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

 

წურწუმიას ბრალად სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება.

 

პროკურატურის ინფორმაციით, 18 აპრილს, თბილისში, ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი დეტექტივი და სამმართველოს უფროსი სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდნენ, რა დროსაც ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის შესახებ მიღებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, შესაძლო დანაშაულის ადგილას მივიდნენ.

 

„საქმეზე ამ დროისთვის მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის, თვითმხილველი მოწმეების მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილზე მისულებს დახვდათ გაჩერებული ტაქსი, რომლის სიახლოვეს მამაკაცი მიწაში რაღაცას ეძებდა. მიწიდან გაურკვეველი ნივთის ამოღებისთანავე, მასთან მივიდა პოლიციის დეტექტივი, რომელსაც ხელში ეჭირა ცეცხლსასროლი იარაღი და განუცხადა, რომ იგი იყო დაკავებული. მამაკაცმა მიწიდან ამოღებული ნივთი გადაყლაპა და გაქცევა დააპირა, პოლიციელმა სცადა მისი დაკავება და შებოჭვა, რა დროსაც, საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუფრთხილებლობით განახორციელა გასროლა, რასაც მამაკაცის გარდაცვალება მოჰყვა“, - განმარტავს პროკურატურა.

 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner