„უკრაინაში მიმდინარე ომის, ბუჩას მოვლენების და ვლადიმირ პუტინის დისკრედიტაციის გამო არაკომერციულ ორგანიზაცია ვიკიპედიას 8 მილიონ რუბლამდე ჯარიმა ემუქრება“, - ამის შესახებ რუსული მედია წერს.
„ვიკიპედიასთან დაკავშირებით, „როსკომნადზორმა“ შეადგინა ორი ოქმი რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 13.41 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამის მიზეზი იყო ვიკიპედიის შვიდი სტატია, მათ შორის რუსეთის შეიარაღებული ძალების „სპეცოპერაცია“ უკრაინაში, ვლადიმირ პუტინის დისკრედიტაცია და ქალაქ ბუჩაში განვითარებული მოვლენების შესახებ. ორგანიზაციას 8 მილიონ რუბლამდე ჯარიმა ემუქრება“, - წერს ТАСС.