logo_geo
eng_logo
„ჯარიმა 8 მილიონ რუბლამდე უკრაინაში „სპეცოპერაციის“ გამო “ - რუსეთი ვიკიპედიას ემუქრება
- +

21 აპრილი. 2022. 13:25

 

 

„უკრაინაში მიმდინარე ომის, ბუჩას მოვლენების და ვლადიმირ პუტინის დისკრედიტაციის გამო არაკომერციულ ორგანიზაცია ვიკიპედიას 8 მილიონ რუბლამდე ჯარიმა ემუქრება“, - ამის შესახებ რუსული მედია წერს.

 

„ვიკიპედიასთან დაკავშირებით, „როსკომნადზორმა“ შეადგინა ორი ოქმი რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 13.41 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამის მიზეზი იყო ვიკიპედიის შვიდი სტატია, მათ შორის რუსეთის შეიარაღებული ძალების „სპეცოპერაცია“ უკრაინაში, ვლადიმირ პუტინის დისკრედიტაცია და ქალაქ ბუჩაში განვითარებული მოვლენების შესახებ. ორგანიზაციას 8 მილიონ რუბლამდე ჯარიმა ემუქრება“, - წერს ТАСС.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner