logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: აშკარაა, „ნაცმოძრაობა“ და მისი ლიდერი, რომელიც პატიმარია, მოწყვეტილები არიან რეალურად არსებული მდგომარეობის სწორ აღქმას
- +

21 აპრილი. 2022. 13:28

 

 

„რა ცვლილებებსაც ბატონი სააკაშვილი გულისხმობდა, ამ ცვლილებების დრო არც ახლაა და არც მომავალში იქნება. გარდა არჩევნებისა, არ არსებობს მეთოდი, რომლითაც შეიძლება, გავამართლოთ ხელისუფლების ცვლილება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, იმ სურვილებს, რომელიც სააკაშვილის მხრიდან საზოგადოებამ მოისმინა, განხორციელება არ უწერია.

 

„ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ამას უთითებს მათ შორის დროის კონტექსტში, მომავალშიც ასე იქნება, ასეთია მოცემულობა. ის არ შეეგუება მის მდგომარეობას, ექნება მაღალამბიციური სურვილები. მთელი ტრაგიზმი ამ განცხადებებისა და ვითარებისა იმაშია, რომ აშკარაა, მთლიანად „ნაცმოძრაობა“, მისი ლიდერი, რომელიც პატიმარია, მოწყვეტილები არიან რეალურად არსებული მდგომარეობის სწორ აღქმას. მათი დღის წესრიგი და ზრახვები იქნება კვლავ იგივე. რამენაირად სადღაც ცეცხლი დაანთონ, სადღაც რაღაც გააფუჭონ. იმ შერქმეული სახელწოდების ნამდვილობა რომ გაამართლონ, მათი ღვაწლი იქნება აქეთკენ მიმართული, ომის პარტიის, ღალატის პარტიის სტატუსი რომ გაამართლონ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner