logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ორი რამაა, რაც „ქართული ოცნების“ საფუძველში მისმა დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ჩადო და რასაც დღემდე ემსახურება ეს პარტია
- +

21 აპრილი. 2022. 14:42

 

 

„ორი რამაა, რაც „ქართული ოცნების“ საფუძველში მისმა დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ჩადო და რასაც დღემდე ემსახურება ეს პარტია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა პარტიის დაფუძნებიდან 10 წელის იუბილესთან დაკავშირებით განაცხადა.

 

„ორ რამეს გამოვყოფ - ეს არის ადამიანის ღირსება და ადამიანი, რომელიც პოლიტიკური დღის წესრიგის ცენტრში დადგა. დღეს მთავარია ადამიანი და მისი ღირსება და მისი უფლებები და მეორე, სამშობლოს მსახურება. სამშობლო, საქართველო ყველაფერზე მაღლაა. ყველანაირ ამბიციაზე მაღლა ეს ორი რამაა, რაც „ქართული ოცნების“ საფუძველში მისმა დამფუძნებელმა ჩადო, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და რასაც ემსახურება დღემდე ეს პარტია. მიუხედავად ბევრი შეცდომისა მათავრი ღერძი, მთავარი ღირებულებები უცვლელია“, - განაცხადა სუბარმა.

 

პარტიის - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფიციალურად დაფუძნებიდან 10 წელი შესრულდა. ზუსტად 10 წლის წინ, 2012 წლის 21 აპრილს, პარტიის დამფუძნებელი ყრილობა შედგა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner