„რუსეთმა უარყო გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის წინადადება, სააღდგომო დღეებში, ოთხი დღით, ცეცხლი შეწყვიტოს, რათა მშვიდობიანი მოქალაქეები გამოიყვანონ მარიუპოლიდან და ჰუმანიტარული დახმარება ომის შედეგად განადგურებულ რაიონებში მიიტანონ“, - ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
მედიის ცნობით, გაეროში რუსეთის წარმომადგენლის მოადგილემ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდებას „ფსევდოსამშვიდობო, ყალბი და არაგულწრფელი“ უწოდა და თქვა, რომ პაუზა უკრაინას მისცეს შესაძლებლობას, იარაღის მიღების დრო გაახანგრძლივოს.
ანტონიო გუტერეშმა მხარეებს მოუწოდა, ცეცხლი ხუთშაბათიდან კვირამდე შეეწყვიტათ.