logo_geo
eng_logo
დანიისა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრები ბოროდიანკაში ჩავიდნენ
- +

21 აპრილი. 2022. 16:10

 

 

დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი და ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი კიევის ოლქის ქალაქ ბოროდიანკაში ჩავიდნენ.

 

შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა გამოაქვეყნა.

 

„შეძრული ვარ ბოროდიანკას ქუჩებში პუტინის ომის საშინელებებისა და სისასტიკეების ნახვით. ჩვენ არ დავტოვებთ უკრაინელ ხალხს მარტო“, – წერს პედრო სანჩესი.

 

ესპანეთისა და დანიის ლიდერებს კიევში უკრაინის პრეზიდენეტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან აქვთ შეხვედრა დაგეგმილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner