ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება სალომე სამადაშვილის ინიციატივას, რომელიც რუსეთის აგრესიული პოლიტიკის სიმბოლოების, კერძოდ, გეორგიევსკის ლენტის, ასევე Z და V სიმბოლოების გამოყენებას კრძალავს.
„სალომე სამადაშვილი კომპანია ზარაფხანას საქმიანობის აკრძალვას ითხოვს, რადგან ამ კომპანიის სახელი იწყება Z ასოზე. ამასთანავე, სამადაშვილის მოთხოვნაა, კობა ნაყოფიას შვილმა, რუსეთის მოქალაქე ნიკოლოზ ნაყოფიამ სასწრაფოდ დატოვოს ქვეყანა“, - წერს ნიკოლეიშვილი.