logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: ასე რომ ფიქრობთ, ამიტომაცაა, „ქართული ოცნება“ 10 წელია მშრალი ანგარიშით გიგებთ
- +

21 აპრილი. 2022. 16:29

 

 

„ისე, როგორი უტიფრები არიან, რომ მოქალაქეებზე საუბრობენ, აი, იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც 9 არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ გამოუცხადეს ნდობა და „ნაცმოძრაობას“ პოლიტიკურ სანაგვეზე მიუჩინეს ადგილი“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ლევან ბეჟაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად „ქართული ოცნების“ 10-წლიანი მმართველობის ყველაზე ზუსტი არბიტრი იქნება საქართველოს მოქალაქე - ეს იყო არა „ქართული ოცნება“, არამედ ქართული ფიასკო.

 

როგორც ქადაგიძე წერს „ქართული ოცნება“ 10 წელია მშრალი ანგარიშით უგებს ოპოზიციას:

 

„ასე რომ ფიქრობთ, ამიტომაცაა, „ქართული ოცნება“ 10 წელია მშრალი ანგარიშით გიგებთ... ისე, როგორი უტიფრები არიან, რომ მოქალაქეებზე საუბრობენ, აი, იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც 9 არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ გამოუცხადეს ნდობა და „ნაცმოძრაობას“ პოლიტიკურ სანაგვეზე მიუჩინეს ადგილი... არა, ბატონო ლევან, ეს იყო ნამდვილად „ქართული ოცნება“ და თქვენ იყავით „ნაციონალური ფიასკო“, რომელიც წლებია წაგების ფორმულად იქეცით“, - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner