logo_geo
eng_logo
მოსკოვში ე.წ. “კანონიერი ქურდი”, ნოდარ ალოიანი დააკავეს
- +

11 აგვისტო. 2016. 15:35


მოსკოვში ე.წ. "კანონიერი ქურდი", ნოდარ ალოიანი, მეტსახელად „ნოდარ ტბილისკი" დააკავეს. "პრაიმ კრაიმის" ინფორმაციით, ნოდარ ალოიანი 1979 წლის 23 იანვარს თბილისში დაიბადა.


ალოიანზე ბელგიასა და საფრანგეთში განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების გამო საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული, ამის შესახებ რუსული მედია შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს საფრანგეთის სამართალდამცავ ორგანოებს გადასცემენ.


2006 წელს ალოიანი  საქართველოს დედაქალაქშიც დააკავეს. ე.წ. კანონიერი ქურდის სტატუსი მან 2012 წელს მიიღო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner