მოსკოვში ე.წ. "კანონიერი ქურდი", ნოდარ ალოიანი, მეტსახელად „ნოდარ ტბილისკი" დააკავეს. "პრაიმ კრაიმის" ინფორმაციით, ნოდარ ალოიანი 1979 წლის 23 იანვარს თბილისში დაიბადა.
ალოიანზე ბელგიასა და საფრანგეთში განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების გამო საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული, ამის შესახებ რუსული მედია შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს საფრანგეთის სამართალდამცავ ორგანოებს გადასცემენ.
2006 წელს ალოიანი საქართველოს დედაქალაქშიც დააკავეს. ე.წ. კანონიერი ქურდის სტატუსი მან 2012 წელს მიიღო.