„ყველაზე მთავარი, რაც 2012 წელს მოხდა, არის ის, რომ მართვის რეპრესიული მოდელი შეიცვალა პასუხისმგებლიანი მოდელისკენ. ეს იყო ყველაზე მთავარი, სტრატეგიული ცვლილება, რომელმაც თავის მხრივ შემდგომი ნაბიჯები გამოიწვია“, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, შეცდომების გარეშე ქვეყნის მართვა არ არსებობს.
„2012 წელს დაწყებულმა ცვლილებამ პირველ რიგში ზეგავლენა იქონია ადამიანის უფლებებზე და რა თქმა უნდა, ეს გავრცელდა პრაქტიკულად ყველა მიმართულებაზე. იქნება ეს ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკა, პატიმართა და უმცირესობების უფლებები და ა.შ. ეს არის ისეთი პოლიტიკური ცვლილება, რომელიც მარტივად მიმართულებას ვერ შეიცვლის. ეს დაფუძნდა 2012 წელს, რეპრესიული მოდელი შეიცვალა პასუხისმგებლიანისკენ და ასე გრძელდება კიდეც.
რაც შეეხება შეცდომებს, რის გარეშეც არ არსებობს, გამიჭირდება ასე კონკრეტულად რამე გამოვყო, თუმცა, ასე ვთქვათ, თემატურად შემიძლია დავასახელო საკადრო პოლიტიკა, ცალკეული საკადრო გადაწყვეტილებები, რომლებიც შემდგომში აღმოჩნდებოდა ხოლმე, რომ მცდარი იყო“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.