აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის ახალი შეტევა უფრო შეზღუდული იქნება გეოგრაფიული თვალსაზრისით, თუმცა არა სისასტიკის თვალსაზრისით.
„ახლა ჩვენ უნდა დავაჩქაროთ უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი, რათა დავეხმაროთ უკრაინას რუსეთის შეტევისთვის მომზადებაში, რომელიც უფრო შეზღუდული იქნება გეოგრაფიული თვალსაზრისით, მაგრამ არა სისასტიკის თვალსაზრისით“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, პუტინი კვლავ ცდილობს ომის წინააღმდეგ დასავლური ერთიანობის დაშლას, თუმცა, მისი აზრით, „პუტინი ვერასდროს მიაღწევს წარმატებას მლიანად უკრაინაზე დომინირებასა და უკრაინის ოკუპაციაში“.