რუსეთთან დაკავშირებულ გემებს აშშ-ის პორტებში შესვლა აეკრძალათ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
,,არცერთ გემს, რომელიც რუსული დროშის ქვეშ დაცურავდა ან რომელიც ეკუთვნის ან მოქმედებს რუსული ინტერესებით, აშშ-ის პორტებში ან ჩვენს სანაპიროებზე შესვლის ნება არ მიეცემა", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას.