logo_geo
eng_logo
ეკონომიკის სტაბილიზაციის მიზნით, აშშ უკრაინას 500 მილიონი დოლარის დახმარებას გამოუყოფს
- +

21 აპრილი. 2022. 20:02

 

 

ეკონომიკის სტაბილიზაციის მიზნით, აშშ უკრაინას 500 მილიონი დოლარის დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

„ბრძოლის ველზე უკრაინის მიერ წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობების გაძლიერების გარდა, ჩვენ ასევე ვავლენთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ. დღეს შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ჩვენ ვაპირებთ დამატებით 500 მილიონი დოლარის პირდაპირი ეკონომიკური დახმარების გამოყოფას უკრაინის მთავრობისთვის“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის მთავრობას შეუძლია აღნიშნული დაფინანსება გამოიყენოს თავისი ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის და რუსეთის თავდასხმის შედეგად განადგურებული თემების მხარდასაჭერად.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner