საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, პასუხისმგებლობა გამოიჩინოს.
„პრეზიდენტ პუტინსა და რუსეთს, როგორც ბირთვული იარაღით აღჭურვილ სახელმწიფოსა და უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, მოვუწოდებ, დარჩეს პასუხისმგებლიან სახელმწიფოდ“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
„თუ ფრანგები ნდობას გამომიცხადებენ [არჩევნებში], შესაძლებლობა მექნება მას [ვლადიმერ პუტინს] მომავალ კვირას დავურეკო“, - დასძინა ემანუელ მაკრონმა.