logo_geo
eng_logo
მაკრონმა პუტინს მოუწოდა, პასუხისმგებლობა გამოიჩინოს
- +

21 აპრილი. 2022. 20:30

 

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, პასუხისმგებლობა გამოიჩინოს.

„პრეზიდენტ პუტინსა და რუსეთს, როგორც ბირთვული იარაღით აღჭურვილ სახელმწიფოსა და უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, მოვუწოდებ, დარჩეს პასუხისმგებლიან სახელმწიფოდ“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

„თუ ფრანგები ნდობას გამომიცხადებენ [არჩევნებში], შესაძლებლობა მექნება მას [ვლადიმერ პუტინს] მომავალ კვირას დავურეკო“, - დასძინა ემანუელ მაკრონმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner