logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილი: პროცესი მიდის წარმატებით, ჩვენ დათქმულ ვადებში შევავსებთ კითხვარს და წარვადგენთ დოკუმენტს შეფასებისთვის
- +

21 აპრილი. 2022. 20:31

 

 

ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გადმოცემული კითხვარის შევსების პროცესის კოორდინაციის მიზნით პროცესში ჩართული უწყებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გავმართე, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მითითებით სამთავრობო უწყებები მობილიზებულები არიან კითხვარის ეფექტიანად და მოკლე ვადებში შევსების მიზნით.

„დღევანდელმა შეხვედრამ დამარწმუნა, რომ პროცესი მიდის წარმატებით! ჩვენ დათქმულ ვადებში შევავსებთ კითხვარს და წარვადგენთ დოკუმენტს შეფასებისთვის. მადლობა ყველა უწყებას და საჯარო მოხელეებს მაქსიმალური ჩართულობისთვის“, - წერს ილია დარჩიაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner