რუსეთის ხელისუფლებამ აშშ-ის 29 მოქალაქეს, მათ შორის კომპანია Meta-ს დამფუძნებელს, მარკ ცუკერბერგსა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
რუსეთის საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ სასანქციო სიაში ის პირები შეჰყავთ, ვინც „რუსოფობურ დღისწესრიგს“ ქმნის.
სასანქციო სიაში შეყვანილ პირებს შორის არიან ოფიციალური პირები, ჟურნალისტები, ბიზნესმენები და ექსპერტები.