პორტუგალიის პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას უფრო მეტი მძიმე შეიარაღება სჭირდება.
„ომის 57 დღის განმავლობაში, 1 000-ზე მეტი უკრაინული ქალაქი დაიკავეს დამპყრობლებმა, რომლებიც აგრძელებენ ჩვენი ქალაქების განადგურებას. მილიონობით ადამიანს მოუწია გაქცევა“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსეთის არმიამ უკრაინაში სისასტიკე ჩაიდინა, მათ შორის საპორტო ქალაქ მარიუპოლში.
„ჩვენ ვიბრძვით არა მხოლოდ ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, არამედ ჩვენი გადარჩენისა და ჩვენი ხალხისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.