logo_geo
eng_logo
ზელენსკი მსოფლიოს მოუწოდებს, უკრაინას უფრო მეტი მძიმე შეიარაღება მიაწოდონ
- +

21 აპრილი. 2022. 22:32

 

 

პორტუგალიის პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას უფრო მეტი მძიმე შეიარაღება სჭირდება.

„ომის 57 დღის განმავლობაში, 1 000-ზე მეტი უკრაინული ქალაქი დაიკავეს დამპყრობლებმა, რომლებიც აგრძელებენ ჩვენი ქალაქების განადგურებას. მილიონობით ადამიანს მოუწია გაქცევა“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთის არმიამ უკრაინაში სისასტიკე ჩაიდინა, მათ შორის საპორტო ქალაქ მარიუპოლში.

„ჩვენ ვიბრძვით არა მხოლოდ ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, არამედ ჩვენი გადარჩენისა და ჩვენი ხალხისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner