თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის შეხვედრა გაიმართა.
„ამ დილით უკრაინის პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს შევხვდი. მას დავუდასტურე ჩვენი მუდმივი მზაობა, მხარი დავუჭიროთ უკრაინას რუსეთის სასტიკი აგრესიული ომის პირობებში“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა Twitter-ზე.