logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს მყარი პრინციპები და მთავარი ამოსავალი წერტილი, რომ ქვეყანას უნდა ვემსახუროთ. ეს არის ის პრინციპები, რომელიც დატოვა ბიძინა ივანიშვილმა
- +

21 აპრილი. 2022. 23:41

 

 

ჩვენი პარტია ემყარება კონკრეტულ პრინციპებს. მთავარი პრინციპი ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის უნდა იყოს რა თქმა უნდა, ქვეყნის მიმართ სწორი დამოკიდებულება - სადაც არის სიყვარული ქვეყნის მიმართ, იქ საქმე კეთდება სწორად და ამას ხედავს საზოგადოება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ მმართველმა გუნდმა 10 წლის განმავლობაში 9-ჯერ მოიპოვა საზოგადოების ნდობა.

„ჩვენ გვაქვს მყარი პრინციპები და მთავარი ამოსავალი წერტილი, რომ ქვეყანას უნდა ვემსახუროთ. ეს არის ის პრინციპები, რომელიც დატოვა ბიძინა ივანიშვილმა. ამაზე დააფუძნა პოლიტიკური პარტია მან, როდესაც შექმნა „ქართული ოცნება“. ძალიან მკაფიო მიზანი ჰქონდა თავიდანე ამ პარტიას და ეს მიზანი იყო დემოკრატიული გარდატეხის შემოტანა ქვეყანაში. ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობა უნდა გადავუხადოთ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი იყო - მან თავი გადადო ამ ყველაფრისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას თავგანწირვის მაგალითი აჩვენა.

„ამის შემდეგაც ბევრი სხვა რამის მაგალითი მოგვცა და დაგვიტოვა ბიძინა ივანიშვილმა. მაგალითად ის, რომ საქმე უნდა აკეთო მოთმინებით, პრაგმატულად და შორს უნდა იყურებოდე, როცა პოლიტიკურ ნაბიჯებს დგამ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner