უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას თვეში 7 მილიარდი დოლარი სჭირდება რუსეთის შეჭრით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის ასანაზღაურებლად.
მსოფლიო ბანკის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთის სასწრაფოდ უნდა გარიცხოს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან და ყველა ქვეყანას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაწყვიტონ ურთიერთობები მოსკოვთან.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის მიერ შავი ზღვის პორტების ბლოკადამ დაბლოკა უკრაინის ექსპორტი, რაც გავლენას ახდენს მსოფლიო სურსათის უსაფრთხოებაზე.