logo_geo
eng_logo
GEM fest-ზე დღეს გერმანელი მუსიკოსი და ლაივ არტისტი Paul Kalkbrenner დაუკრავს
- +

11 აგვისტო. 2016. 16:37



GEM fest - ის ორგანიზატორების ცნობით დღეს განმუხურში, მსოფლიოს მასშტაბის გერმანელი მუსიკოსი და ლაივ არტისტი Paul Kalkbrenner დაუკრავს.   მუსიკოსი მსმენელის წინაშე 02:00 საათზე წარსდგება.



ორგანიზატორების  ინფორმაციით,  2008 წელს მან საკულტო ფილმში, Berlin Calling მთავარი როლი შეასრულა და ფილმი საუნდტრეკების გამო წლის ჰიტი გახდა. ყველა საუნდტრეკი თავად პოლმა დაწერა, ერთ ტრეკში კი საკუთარი ძმა დაეხმარა და ასე შეიქმნა კომპოზიცია- Sky & Sand, რომელიც 200.000-იანი ტირაჟით გაიყიდა და გერმანიის ჩარტების ისტორიაში ლეგენდარულ მოვლენად იქცა. კომპოზიცია 129 კვირის განმავლობაში იყო ჩარტში. 



ამ წარმატების შემდეგ, პოლი სუპერვარსკვლავის სტატუსით დადის ტურნეებში და ქმნის „სოლდ აუტ" შოუებს. მას ხშირად არ მოიხსენიებენ როგორც დიჯეის, რადგან ყველა საკუთარ ტრეკს, რომელსაც უკრავს, ცდილობს ლაივში განსხვავებული ჟღერადობა მისცეს - სწორედ ამის გამო ის „ლაივ არტისტად" არის ცნობილი. ასევე საკუთარი სტატუსის გამო, მას გერმანიის ფედერაციულმა მთავრობამ ბრანდერბურგის კარიბჭესთან დაკვრაც კი სთხოვა, ბერლინის კედლის დანგრევის 25 წლისთავთან დაკავშირებით.



2015 წლიდან, გერმანელი არტისტი Sony Music International/Columbia-სთან იწყებს თანამშრომლობას და ქმნის ახალ ლაივ პროექტს, ახალი კონცეფციითა და ტრეკებით, რომელიც ისეთივე ბესტსელერია, როგორც ყველა მისი წინა პროექტი.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner