logo_geo
eng_logo
Reuters: Maxar-ის მიერ თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები მარიუპოლის მახლობლად საერთო სამარხს აფიქსირებენ, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში გაფართოვდა და 200-ზე მეტ ახალ საფლავს მოიცავს
- +

22 აპრილი. 2022. 00:46

 

 

კერძო ამერიკული კომპანია Maxar-ის მიერ თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლის მახლობლად საერთო სამარხს აფიქსირებენ, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში გაფართოვდა და 200-ზე მეტ ახალ საფლავს მოიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

Maxar Technologies-ის განცხადებით, მარტის შუა რიცხვებიდან აპრილის შუა რიცხვებამდე პერიოდის ფოტოების ანალიზი იმაზე მიუთითებს, რომ საფლავების გაფართოება 23-26 მარტის პერიოდში დაიწყო.

მარიუპოლის საქალაქო საბჭოს პრესსამსახური აცხადებს, რომ მარიუპოლის მახლობლად მდებარე სოფელ მანგუშში რუსების მიერ მოკლული 3 000-დან 9 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე შეიძლება იყოს დაკრძალული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner