logo_geo
eng_logo
მსოფლიო ბანკის შეფასებით, რუსეთის შეჭრის შედეგად, უკრაინაში შენობებისა და ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზიანი ამ დროისთვის დაახლოებით 60 მილიარდ დოლარს შეადგენს
- +

22 აპრილი. 2022. 00:53

 

 

რუსეთის შეჭრის შედეგად, უკრაინაში შენობებისა და ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზიანი ამ დროისთვის დაახლოებით 60 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა, დევიდ მალპასმა განაცხადა.

მსოფლიო ბანკის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას დევიდ მალპასმა აღნიშნა, რომ ე.წ. ვიწრო ზიანის ხარჯების ადრეული შეფასება არ მოიცავს ომის მზარდ ეკონომიკურ ხარჯებს.

„რა თქმა უნდა, ომი ჯერ კიდევ გრძელდება, ამიტომ ეს ხარჯები იზრდება“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner