logo_geo
eng_logo
ვენდი შერმანი: პუტინი სტრატეგიული მარცხის წინაშე დგას - ის მსოფლიოს მასშტაბით გარიყული გახდა
- +

22 აპრილი. 2022. 01:53

 

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვენდი შერმანმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში თავის მიზნებს ვერ აღწევს და რომ ამის მიზეზი ნაწილობრივ დასავლეთის სანქციებია.

„ჩვენი მიზანია ვლადიმირ პუტინისა და კრემლის სტრატეგიული მარცხი. მივიჩნევ, რომ ეს უკვე ხდება. რაც არ უნდა მოხდეს, უკრაინა გადარჩება“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა.

ვენდი შერმანის თქმით, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო, პუტინი სტრატეგიული მარცხის წინაშე დგას.

„სტრატეგიული მარცხი დადგება. პუტინი მსოფლიოს მასშტაბით გარიყული გახდა“, - აღნიშნა მან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner