logo_geo
eng_logo
ზელენსკი: რუსეთმა აღდგომის დღესასწაულზე ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უარყო - ეს კარგად ცხადყოფს, როგორ ეპყრობიან რუსეთის ლიდერები ქრისტიანულ რწმენას
- +

22 აპრილი. 2022. 01:54

 

 

სამწუხაროდ, რუსეთმა აღდგომის დღესასწაულზე ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უარყო, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„სამწუხაროდ, რუსეთმა უარყო წინადადება სააღდგომოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ეს კარგად ცხადყოფს, როგორ ეპყრობიან რუსეთის ლიდერები ქრისტიანულ რწმენას. თუმცა, ჩვენ იმედს ვიტოვებთ - მშვიდობის იმედს, იმედს, რომ სიცოცხლე დაამარცხებს სიკვდილს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner