სამწუხაროდ, რუსეთმა აღდგომის დღესასწაულზე ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უარყო, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„სამწუხაროდ, რუსეთმა უარყო წინადადება სააღდგომოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ეს კარგად ცხადყოფს, როგორ ეპყრობიან რუსეთის ლიდერები ქრისტიანულ რწმენას. თუმცა, ჩვენ იმედს ვიტოვებთ - მშვიდობის იმედს, იმედს, რომ სიცოცხლე დაამარცხებს სიკვდილს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.