logo_geo
eng_logo
კონგრესმენი დევიდ სისილინი: ჩვენ მზად ვართ, საქართველოსთან თანამშრომლობა გავაგრძელოთ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით
- +

22 აპრილი. 2022. 11:20

 

 

„ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა“, - განაცხადა კონგრესმენმა დევიდ სისილინიმ ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

„როგორც იცით, ოპოზიციის ლიდერებს სერიოზულად აწუხებთ სასამართლოსა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების საკითხი. ეს არის ჩვენი ქართველ ხალხთან თანამშრომლობის ძირითადი ნაწილი და მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე გაგრძელდეს, რათა დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდეს და ზოგიერთი რეფორმა, რომელსაც ისინი [ოპოზიციური პარტიები] განიხილავენ, იყოს გათვალისწინებული. მოუთმენლად ველით საქართველოსთან მიმდინარე თანამშრომლობის გაგრძელებას დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ თანამშრომლობა ამ მიმართულებით“, - აღნიშნა კონგრესმენმა.

 

აშშ-ის კონგრესის დელეგაცია საქართველოს სტუმრობს. დღეს ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner