logo_geo
eng_logo
საქართველოში კორონავირუსის 161 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

22 აპრილი. 2022. 10:54

 

 

საქართველოში კორონავირუსის 161 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 301 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვლილა ერთი პაციენტი.

 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 18 178 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 709, „პისიარ“-ტესტით – 1 469.

 

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 0,89%, ბოლო 14 დღის – 1,23%, ბოლო 7 დღის – 1,12%.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 654 076 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 635 291 გამოჯანმრთელდა,  16 795 კი, გარდაიცვალა.

 

სულ ჩატარდა  2 876 960 აცრა, დღიურად აცრილია 923.

 

ამასთან, 21 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 223 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 399 პირი, არ გარდაცვლილა არც ერთი პაციენტი, არ გარდაცვლილა არც ერთი პაციენტი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner