უკრაინის რეინტეგრაციის მინისტრის, ვიცე-პრემიერის ცნობით, დღეს უკრაინაში ჰუმანიტარული დერეფნები არ გაიხსნება. ამის მიზეზად ირინა ვერეშჩუკი საბრძოლო მოქმედებების ზონაში არსებულ რთულ მდგომარეობას ასახელებს.
„გზებზე უსაფრთხოება დაცული არ არის, ამიტომ დღეს ჰუმანიტარული დერეფნები არ გაიხსნება. მე მივმართავ ყველას, ვინც ელოდება ევაკუაციას. გამაგრდით, მოთმინება მოიკრიბეთ!“ – განაცხადა ვერეშჩუკმა.
უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ათასობით ადამიანი რჩება. ისინი სახიფათო ზონებიდან გასვლას ვერ ახერხებენ. გუშინ ქალაქ მარიუპოლიდან მხოლოდ 80 ადამიანის გაყვანა მოხერხდა.