ავსტრალიამ, უკრაინაში ომის დაწყების გამო, რუსეთის 147 მოქალაქეს სანქციები დაუწესა.
მედიის ინფორმაციით, სანქცირებულ პირებს შორის არიან რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის შვილები: კატერინა ტიხონოვა და მარია ვორონცოვა, ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შვილი ეკატერინა ვინოკუროვა.
ამასთან, სანქციები დაუწესდა რუსეთის ფედერალური ასამბლეის ფედერაციის საბჭოს 144 წევრს.