logo_geo
eng_logo
ევროკავშირი მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსულ გაზსა და ნავთობზე დამოკიდებულების შესამცირებლად, შეზღუდონ ავტომობილებით გადაადგილება და სახლიდან იმუშაონ
- +

22 აპრილი. 2022. 12:59

 

 

ევროკავშირი მოქალაქეებს მოუწოდებს, ავტომობილებით მოძრაობა შეზღუდონ, უარი თქვან კონდიციონერზე და კვირაში სამი დღე იმუშაონ სახლიდან, რათა შეამცირონ დამოკიდებულება რუსულ ნავთობსა და გაზზე.

 

ევროკომისიის განცხადებით, ზომები, რომლებიც მათ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსთან ერთად შეიმუშავეს, ოჯახებს წელიწადში, საშუალოდ, 500 ევროს დაზოგვის საშუალებას მისცემს.

 

მათივე განმარტებით, თუ ევროკავშირის ყველა მოქალაქე დაიცავს ცხრაპუნქტიან გეგმას, სახელწოდებით „ჩემი როლი“, ეს 120 სუპერტანკერის შესავსებად საკმარის ნავთობსა და 20 მილიონი სახლის გასათბობად საჭირო ბუნებრივ გაზს დაზოგავს.

 

ევროკომისია და ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებენ: ზამთარში გათბობას დაუწიონ, ზაფხულში კი კონდიციონერი ნაკლებად გამოიყენონ, გამოიყენონ საკუთარი ავტომობილები უფრო ეკონომიურად, შეამცირონ სიჩქარე მაგისტრალებზე, ნაკლებად გამოიყენონ მანქანის კონდიციონერები, მცირე მანძილის გავლისას გადაადგილდნენ ფეხით, ან ველოსიპედით, ავტომობილის ნაცვლად, ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner